რუსეთის საგარეო უწყება რუსებს საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევს

რუსეთის საგარეო უწყება რუსებს საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევს

რუსეთის საგერო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ: იმ უცხოელებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ნებართვის გარშე ჩავლენ, სისხლის სამართლებრივი დევნა, დიდი ოდენობით ჯარიმების გადახდა და პატიმრობა ემუქრებათ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში რუსები, შესაძლოა, უმიზეზოდაც დააკავონ.

"ამას ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2009 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ახორციელებენ, რომელმაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისგან მრავალი შენიშვნა მიიღო", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკის მიზანი ნათელია - საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ხერხს იყენებს, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარე სამყაროსთან კავშირი გაუწყვიტოს.

"მე უკვე არაერთხელ მომიხდა იმაზე საუბარი, რომ თითქმის ყოველი ადამიანი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ჩადის, მაგალითად პირად საქმესთან დაკავშირებით ან ნათესავთან, ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციათა პოტენციური ობიექტი ხდება და რეალურად რისკავს ციხეში მოხვედრით. ჩვენს მოქალაქეებს იარაღს, ყალბ ფულსა და ნარკოტიკებს უდებენ, აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და საბოლოოდ ადამიანებს აპატიმრებენ", - აცხადებს დიპლომატი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე