კომპანია Ford-მა ახალი Explorer-ის პოლიციური ვერსია წარმოადგინა

კომპანია Ford-მა ახალი Explorer-ის პოლიციური ვერსია წარმოადგინა

კომპანია Ford-მაპოლიციის ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც მომავალი თაობის ყველგანმავალი Explorer-ის ბაზაზეა შექმნილი. ჩიკაგოს კონვეირზე ავტომობილი მომავალი წლიდან გამოჩნდება.

პოლიციური Ford Explorer წარმოდგენილი იქნება როგორც წინა, ისე სრულამძრავიან მოდიფიკაციებად. ის 6-ცილინდრიანი, ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომლის მოცულობა 2,5 ლ, სიმძლავრე კი 280 ცხ/ძ იქნება. ავტომობილს ხუთსაფეხურიანი სიჩქარეთა ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება და ის როგორც ჩვეულებრივ ბენზინზე, ისე ბიოეთალონ E85-ზე იმუშავებს. Ford–ის წარმომადგენელთა თქმით, Explorer პოლიციურ სედანზე Crown Victoria-ზე 20%-თ ეკონომიური იქნება.

ავტომობილს გაძლიერებული ძარა, უფრო ამტანი დაკიდება და მოდერნიზებული სამუხრუჭე მექანიზმი, ახალი გენერატორი და რადიატორი ექნება. მისი სალონი ვიდეო და კომპიუტერული სისტემითა და 9-დიუმიანი ეკრანით აღიჭურვა, რომლითაც მონაცემთა ბაზასთად დაკავშირება იქნება შესაძლებელი.

ამერიკელ სამართალდამცველებს საკუთარ ავტომობილს Ford–ის გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანია - Dodge (პოლიციური ვერსია Charger), Chevrolet (სპეცსამსახურების ვერსია Caprice) და Carbon Motors სთავაზობს.

მომზადებულია autoweek.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)