კონგოში ქართველი ექიმის მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში ინფორმაციას არ ფლობენ

კონგოში ქართველი ექიმის მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში ინფორმაციას არ ფლობენ

კონგოში ქართველი ექიმის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში ინფორმაციას არ ფლობენ.

"ინტერპრესნიუსი" ორივე უწყებას დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროებში საქართველოს მოქალაქის ვინაობისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.

საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის კერძო თვითმფრინავს კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა გუშინ ცეცხლი გაუხსნეს.

საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობოებმა ვერ შეძლეს, დახმარებოდნენ თვითმფრინავის მგზავრებს - სამ ამერიკელს, ერთ ქართველსა და ორ კონგოელს, რომლებმაც ტყეს შეაფარეს თავი.

ამასთან, "ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, დაღუპულია ერთი კონგოელი ჯარისკაცი და ორი თავდამსხმელი. შემთხვევის დეტალებს გაერო-ს სამშვიდობო მისია იძიებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"