ავტორი:

"ზემოდანაა დავალება და ყველაფერს ისე წყვეტენ" - რა განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ

"ზემოდანაა დავალება და ყველაფერს ისე წყვეტენ" - რა განაცხადა ივერი მელაშვილის მეუღლემ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და საქმეებზე განაჩენი "ზემოდან" წყდება. ამის შესახებ სულაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„უსამართლობა მოხდა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, მოკლედ, ზემოდანაა დავალება და ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. როგორ ველოდი, როცა ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო, რომ ეს ხალხი გამოეშვათ. არანაირი საფუძველი დაპატიმრების არ არის, რადგან ის რუკა რასაც ასე დიდის ამბით ატრიალებენ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საერთოდ გამოუსადეგარია - წერტილი წერტილს არ ხვდება და ობიექტი ობიექტს. წინასწარი დაკავება რა სისულელეა! ეს ადამიანები რატომ უნდა დააკავო?! რას იზამენ?!", - განაცხადა თამარ სულაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება, ვინაიდან საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა