Hilton-ის სასტუმროების იმპერიის სკანდალურად ცნობილ მემკვიდრეს პერის ჰილტონს გასულ კვირას კოკაინთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდეგ კომპანია Wynn casinos-ის კუთვნილ ორ კაზინოში შესვლა აუკრძალეს, იტყობინება AP.
ექსტრა-ლუქს კლასის მდიდრული კურორტის - Wynn Las Vegas-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება ნარკოტიკების შენახვისთვის პერის ჰილტონის დაკავებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს ლას-ვეგასში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პერის ჰილტონი კოკაინის შენახვის გამო დააკავეს და კლარკის ოლქის გამოსასწორებელ ცენტრში მოათავსეს. მოგვიანებით პერისი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.