დრეკსელის უნივერსიტეტის ამერიკელმა ფიზიკოსებმა საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო ცენტრის მკვლევარებთან ერთად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც მომავალში ისეთი სმარტფონების დამზადებას გახდის შესაძლებელს, რომლებიც აკუმულატორების ერთი დამუხტვით რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
ამ აღმოჩენით ისარგებლებენ ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებიც, რომლებსაც ერთი დამუხტვით ენერგია დიდ მოგზაურობაშიც ეყოფათ.
სუპერკონდესატორის წყალობით აკუმულატორთა მწარმოებლებს ენერგიის ეკონომიის მიზნით მის ”გამომრთველ” ღილაკზე ზრუნვა აღარ დასჭირდებათ და შესაბამისად, ასეთი ნაწარმის თვითღირებულებაც მნიშვნელოვნად შემცირდება.
სუპერკონდესატორი მრავალი ნახშირბადის სფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთშია ჩაწყობილი. ძირითად მასალად ნანოალმასია გამოყენებული. სუპერკონდესატორს წამებში შეუძლია დიდი მოცულობის ენერგიის ათვისება, ხოლო შემდეგ მისი ლათია-იონური აკუმულატორისთვის მიწოდება. ამრიგად, ნებისმიერი მობილური აპარატურის დამუხტვა თვალის დახამხამებაში გახდება შესაძლებელი.
გამომგონებლები დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც კი ახალი კონდესატორის დამზადების ღირებულება შემცირდება, მისი მასობრივი წარმოება დაიწყება.
მომზადებულია rbcdaily.ru-ს მიხედვით.