კომპანია L.A.Triumph, Inc. სავაჭრო ნიშან Material Girl-სა და პოპ-მომღერალ მადონას კუთვნილ ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. Material Girl 1997 წლიდან ტანისამოსით ვაჭრობს, მადონას კუთვნილი სავაჭრო მარკა კი მხოლოდ წელს გაჩნდა ბაზარზე.
დოკუმენტების თანახმად, მადონამ ახალგაზრდული ტანისამოსის პოპულარული მარკის სახელწოდება საკუთარი წარმოების ტანსაცმელების ხაზისთვის მოიპარა.
შეგახსენებთ, რომ მადონას მეორე სტუდიურ ალბომში ”Like a Virgin” შესულია სიმღერა, სახელწოდებით Material Girl, რომელიც, ფაქტობრივად, ვარსკვლავის სავიზიტო ბარათად იქცა.
L.A. Triumph-ი ფედერალური სასამართლოსგან იმის დადასტურებას ითხოვს, რომ მადონას მიერ ბრენდ Material Girl-ის გამოყენება ბაზარზე ”თაღლითობაა”.
ამ საჯარო დადასტურების გარდა L.A. Triumph სასამართლოსგან იმასაც მოითხოვს, რომ მადონამ ტანსაცმლის ამ ხაზისგან მიღებული მთელი მოგება მათ გადასცეს. მადონას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.