ახლახან რუსეთის ფოსტამ ტელეგრამების გაგზავნისას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის მითითება დაიწყო, რომელსაც ცალკე ინდექსი გააჩნია. შედეგად, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ასევე აფხაზეთში, გაგზავილი ტელეგრამების მისამართზე საქართველო მითითებული აღარ იქნება.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა და ამ რესპუბლიკებში საკუთარი საელჩოები გახსნა. რუსეთში გამოცემულ მსოფლიოს პოლიტიკურ რუქებზე სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა აღნიშნული.
2010 წლის ივლისამდე "რუსეთის ფოსტის" განყოფილებებში იმ საერთაშორისო ინდექსებით სარგებლობდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იყო მიღებული, როცა რუსეთს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა.
მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.