საბერძნეთში მოწევა აიკრძალა

საბერძნეთში მოწევა აიკრძალა

საბარძნეთი ევროკავშირის ყველაზე "მწეველი" სახელმწიფოა. თუკი ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტს მოსახლეობის 29% ეტანება, საბერძნეთში ეს მაჩვენებელი 41%-ს აღწევს.

საბერძნეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ამ შეზღუდვებით თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას დაიცავს, თუმცა მოსახლეობა ახალ კანონს უკმაყოფილებით შეხვდა და მიიჩნევს, რომ ამით მწეველთა რიცხვი არ შემცირდება.

ამიერიდან საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაზე ჯარიმა 500 ევრო იქნება, მეწარმეებს კი კანონდარღვევისთვის 10 000 ევროს გაღება მოუწევთ. ბარების, კაფეებისა და რესტორნების მფლობელები უკვე ჩივიან, რომ ახალი კანონი მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს, უარეს შემთხვევაში კი დაღუპავს. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს