ავტორი:

"რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება" - ასლან ბჟანია

"რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება" - ასლან ბჟანია

რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა უპირველესი ამოცანა ხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

„მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წინა პლანზე რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ჩვენ მასთან სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების საკითხიც განვიხილეთ. რუსეთთან კავშირის გამყარება და თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა ნომერ პირველი ამოცანა ხდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

როგორია ვითარება სომხეთში ყარაბაღის ომის შემდეგ - ოპოზიცია ფაშინიანს გადადგომისთვის დროს ხვალ, შუადღემდე აძლევს: "უნდა წახვიდე და წერტილი"