ავტორი:

"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

"მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს" - შედგება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ერთი კვირა დარჩა - 11 დეკემბერს პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. ამასობაში მთავარი საკითხი კვლავ გაურკვეველია – უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება, თუ მრავალპარტიული.

ოპოზიცია ერთი შეხედვით, ერთიანობას ინარჩუნებს და პრინციპული რჩება მისი იდეის – რიგგარეშე არჩევნების მიმართ. ლიდერების თქმით, დღეს პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავს თუმცა, კულუარებში საუბრობენ, რომ ამ ერთ კვირაში ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ცალკეულ პარტიებთან მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, "ოცნება" ყველაფერს ეცდება თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-კვო და საბოლოოდ, მრავალპარტიული პარლამენტით წარდგეს.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ ოპოზიციის ლიდერები თავადაც აღნიშნავენ, რომ მათ რიგებში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ამბობენ, რომ მყარად დგანან ბოიკოტის იდეაზე. როგორც აღმოჩნდა, "ოცნებისთვის" ხელახალი არჩევნების ჩატარება წითელი ხაზია და მამუკა მდინარაძის გამონათქვამს თუ მოვიშველიებთ, "ზოგიერთებს მაინც მოუწევთ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული".

როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, თავისი მიზნის მისაღწევად "ოცნებას" 10 კაცის გადაბირება სჭირდება და ამას, სავარაუდოდ, ელჩების გზით "მოაგვარებს".

"დღეს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. "გირჩიც" სწორედ ამ მიზეზით დაიშალა. იქეთ უსუფაშვილი უკიჟინებს შესვლაზე "ლელოს". ამ საკითხზე ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა "ნაციონალურ მოძრაობაშია". როგორც ვიცი, პარლამენტში შესვლის დიდი სურვილი აქვთ პარტიული სიის შედარებით ცნობად სახეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასე მაგ. დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძეს, რამაზ ნიკოლაიშვილს... ამ სამზე ნამდვილად ვიცი, რომ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

არაა გამორიცხული ანი წითლიძეც და სხვა შედარებით ცნობილი სახეც "ცდუნდეს და გატყდეს". ძალიან უნდათ დეპუტატობა ბიზნესმენ დეპუტატებსაც მაგ. ჩოჩელს. აქ ყველას თავისი ინტერესი აქვს. მათ ფული აქვთ გადახდილი იმაში, სიაში რომ მოხვედრილიყვნენ - ზოგს ნახევარი მილიონი, ზოგს - მეტიც. არაცნობადებს ბიზნესი და ჩადებული ფული ადარდებთ.

ამასთან, აქ ელჩების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს ეუბნებიან, თქვენ თუ არ შედიხართ, მაშინ სრულ იზოლაციაში იქნებითო. "ოცნებასაც" მწვანე ენთება და პარტიები თუ პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება.

აქ მილიონებზეა საუბარი, მაგ. ნაციონალები 4 წლის მანძილზე 13 მილიონს კარგავენ. გარდა ამისა, არის ერთი სიახლეც - ევროპარლამენტში "სახალხო პარტია" ნაცმოს თავისი ფრაქციიდან გაძევებას უპირებს და საამისოდ საბაბი უნდა. სახალხო პარტიაში ისედაც დიდი ხანია სერიოზული უკმაყოფილებაა, იქ მიშა სააკაშვილის ფაქტორი აღიზიანებთ, რახანია ის ჩამოწერილია და ახლა მიზეზი ეძლევა, თავისი რიგებიდან ნაცმო გარიცხოს" - უყვება AMBEBI.GE-ს წყარო.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ "ამ ვითარებაში ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციის ხელში ის არის, რომ "ქართული ოცნება" ერთპარტიული პარლამენტით დატოვონ. მათ შესვლას პარლამენტში გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ შედგება მოლაპარაკება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და ეს წერილობით გაფორმდება დიპლომატების თანდასწრებით. აქაც არის რისკი - ვერანაირი ხელშეკრულება კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება, ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად ხელოვნური კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ პარლამენტი და უკვე არჩეული მთავრობა დაითხოვონ, მაგრამ ეს მოგვარებადია, მხოლოდ საქართველოში არ ხდება მსგავსი რამ.

"ოცნების" ამოცანაა თავის სასარგებლოდ შეცვალოს საპარლამენტო სტატუს-ქვო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლამდე: ანუ დაახვედროს 9 პარტიანი პარლამენტი და ამ პოზიციებიდან ელაპარაკოს მას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლება. ყველანაირი საუბრები ამის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულობაზე იქნება საფუძველს მოკლებული. ოპოზიციის მიერ წაგებული პლებისციტი კი სულ მცირე 4 წლით გაუმყარებს "ოცნებას" შეუვალ სახელისუფლო ლეგიტიმაციას და დაასამარებს ოპოზიციას, რომელიც, მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა განიდევნოს პოლიტიკური სივრციდან და განიდევნება კიდეც!".

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"