აზერბაიჯანში, მეჩეთთან შეკრებილ სოფლის მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანში, მეჩეთთან შეკრებილ სოფლის მოსახლეობას  ცეცხლი გაუხსნეს

3 სექტემბერს ღამით აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკარანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უცნობმა პირებმა მეჩეთის ეზოში შეკრებილ ადგილობრივებს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი სოფელ გუმბაშში შუაღამისას მოხდა. დამნაშავენი სოფელში მეზობელი რაიონიდან ავტომობილებით მოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოსახლეობას ცეცხლი შაშხანიდან გაუხსნა. შედეგად, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მკერდის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.

თავდასხმის მიზეზი აქამდე უცნობია. რაიონის პროკურატურაში ინციდენტის რელიგიურ მოტივებს გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, კიდევ ხუთი პირი იძებნება.

მომზადებულია apa.az-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა