ავტორი:

"ზებრა" პარლამენტთან, ე.წ. სირცხვილის კორიდორები და მეათე მოწვევის კანონმდებელთა პირველი სხდომა - დღის მნიშვნელოვანი ფოტოები

"ზებრა" პარლამენტთან, ე.წ. სირცხვილის კორიდორები და მეათე მოწვევის კანონმდებელთა პირველი სხდომა - დღის მნიშვნელოვანი ფოტოები

დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებიან. ოპოზიციის ნაწილი კი მხარდამჭერებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

5-მა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, სამი დოკუმენტი გააფორმა. პირველი დოკუმენტი არის მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.

მესამე დოკუმენტი კი წარმოადგენს პარტიულ განაცხადს, რომლითაც ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიებმა: "ლელო საქართველოსთვის“, "ლეიბორისტულმა პარტიამ“, "ევროპულმა საქართველომ“, "სტრატეგია აღმაშენებელმა“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს, რომლებიც დილით პარლამენტში მივიდნენ, აქტივისტებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორები მოუწყვეს და ისმოდა შეძახილები: "მონა, მონა." აქცია-პერფორმანსზე კი ერთ-ერთი აქტივისტი ზებრის ფორმით მივიდა, ის პარლამენტში შესვლას ითხოვდა, თუმცა არ შეუშვეს.

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ