პაატა დავითაიამ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა

პაატა დავითაიამ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების ე.წ. რესტავრაციის შესაჩერებლად ზომების მიღებას სთხოვს.

რუსეთის პატრიარქისადმი მომზადებული ღია წერილი დავითაიამ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

"მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კეძოდ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენას, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მემკვიდრეობის რესტავრაციის პროცესის დაწყებას შეეხება", - აღნიშნულია წერილში, სადაც ხაზგასმულია, რომ რესტავრაცია არ არის მიმართული ძეგლის პირველადი მდგომარეობის დაცვისკენ.

დავითაიას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების სარესტავრაციო პროცესი რუსული ბიზნესის დაფინანსებით ხდება, ხოლო მათი აღდგენის ნაცვლად, ძეგლების ისტორიულ-კულტურული სახის განადგურება მიმდინარეობს.

როგორც წერილში დავითაია აღნიშნავს, ამ პროცესში სწორედ რუსი ბიზნესმენების დაინტერესებამ და ჩართულობამ აიძულა, მიემართა რუსეთის პატრიარქისთვის, რამდენადაც ეს ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს პოზიციას და მთლიანად მართლმადიდებლობის მემკვიდრეობის მიმართ ურყევობას. "გთხოვთ, მიმართოთ თქვენი ძალისხმევა, რათა შეაჩეროთ ეს დამანგრეველი პროცესი", - აღნიშნულია წერილში.

ქართველი დეპუტატი იმედოვნებს, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი მართლმადიდებლური ეკლესიების განადგურების პროცესზე ზეგავლენას მოახდენს და მის შესაჩერებლად ყველა ღონეს იხმარს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"