მეცნიერებმა დაასკვნეს: ცოლი განქორწინებას მაშინ ითხოვს, როცა ქმარი მასზე ბედნიერია

მეცნიერებმა დაასკვნეს: ცოლი განქორწინებას მაშინ ითხოვს, როცა ქმარი მასზე ბედნიერია

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ოჯახური ბედნიერებისა და მტკიცე ცოლქმრული ურთიერთობის საიდუმლო ამოხსნეს - ქმარმა უნდა დამალოს, რომ "ქორწინებიდან ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მისი მეუღლე". ამგვარ დასკვნამდე ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, იტყობინება ИТАР-ТАСС-ი. 

"ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ დაქორწინებული მამაკაცები, რომ თუ ისინი თავიანთ მეუღლეებს აგრძნობინებენ, რომ მათზე ბედნიერები არიან, განქორწინებისთვის უნდა მოემზადონ", - ამბობენ ავსტრალიელი მეცნიერები.

დადგენილია, რომ "რაც უფრო დიდი ასაკობრივი სხვაობაა მეუღლეებს შორის, მით უფრო დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ მათი თანაცხოვრება კრახით დასრულდება".

გამოკვლევას ეკონომისტები აწარმოებდნენ. გამოვლენილ ფენომენს მათ "ბედნიერების დისტანცია" უწოდეს. ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში ათეულობით ცოლქმრული კავშირის გაანალიზების შემდეგ მათ დაადგინეს, რომ ეს ეფექტი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს: თუ ქმარი ცოლზე ბედნიერია, ცოლი განქორწინებას ითხოვს, მაგრამ პირიქით - არასდროს ხდება.

მეუღლეთა ”ბედნიერების ხარისხს” შორის სხვაობა მაშინ იზრდება, როდესაც ცოლი საშინაო საქმებით არის დატვირთული, ასევე მაშინ, როდესაც ისინი ასაკითა და მენტალიტეტით განსხვავდებიან, თუ ისინი სხვადასხვა სოციალურ წრეს განეკუთვნებიან, ან იმ შემთხვევაში, თუ ცოლის შემოსავალი საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალია.

მაგრამ განქორწინების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება მაშინ, როდესაც ცოლი და ქმარი ერთი სარწმუნოებისა და სოციალური წრის წარმომადგენლები არიან და თუ ქმარი საშინაო საქმეებს ინაწილებს.

ეკონომიკის ექსპერტ კაჰიტ გუვენს მიაჩნია, რომ ქორწინება ყველაზე მტკიცე მაშინ არის, როდესაც ცოლ-ქმარი ცხოვრებით თანაბრად კმაყოფილია.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს