ვაშლი და პომიდორი ფილტვების სამსახურში

ვაშლი და პომიდორი ფილტვების სამსახურში

ბრონქული ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი კაცის გამოკვლევის შედეგად ბრიტანელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვაშლი და პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს. მეცნიერებმა შეისწავლეს ურთიერთკავშირი კვების ხასიათსა და ფორსირებულ ამოსუნთქვას შორის, რომელიც ბრონქების გამტარობის ხარისხის მაჩვენებელია..

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 5 და მეტ ვაშლს მიირთმევენ, ეს მაჩვენებელი საშუალოდ, 167 მლ-ით მეტი ჰქონდათ, ხოლო კვირაში 3 პომიდვრის მირთმევა მას 127 მლ-ით ზრდიდა. ამრიგად, ვაშლითა და პომიდვრით მდიდარი რაციონი საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილსა და ბოსტნეულში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი