ავტორი:

"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

"30 კვადრატულში 10 ადამიანი ვცხოვრობთ... მამას და ომარის ფოტო რომ ვნახე, სამსახურში ვიყავი" - როგორ ცხოვრობს ალუაშვილების ოჯახი, რომელსაც მერმა ბინა აჩუქა

გუშინ საზოგადოების ყურადღებიც ცენტრში აფრიკის დასახლება მოექცა, სადაც მერიის მიერ დემონტაჟის დაწყებამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ადგილობრივი მამა-შვილი არიან გადაღებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟის დროს მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია ტყუილია. ცნობილი გახდა, რომ ფოტოზე 6 შვილის მამა ნუგზარ ალუაშვილი და მისი ვაჟი, ომარ ალუაშვილი არიან გადაღებული.

დღის ბოლოს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალუაშვილების ოჯახისთვის ბინა ეჩუქებინა.

"გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი" - დაწერა კალაძემ "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE ნუგზარ ალუაშვილის 28 წლის ვაჟს, ალეკო ალუაშვილს დაუკავშირდა:

- სადაც დემონტაჟი მოხდა, იმ ადგილთან ახლოს ვცხოვრობთ. ეს ამბები, რომ მოხდა, მამა და ძმა, ომარი გარეთ გამოვიდნენ, დააინტერესათ რა ხდებოდა. მე ამ დროს სამსახურში ვიყავი.

- როგორ პირობებში ცხოვრობთ?

- რასაც ფოტოზე ხედავთ, ისე... დედა გარდაცვლილია, 30 კვადრატული მეტრი სახლი გვაქვს აშენებული, სახლი გასარემონტებელია და იქ 10 ადამიანი ვცხოვრობთ. 6 დედმამიშვილი ვართ, ასევე მყავს 4 დიშვილი. ჩვენი ფართიც დასაკანონებელია.

- შეიძლება ხვალ თქვენთანაც მოსულიყვნენ დასანგრევად?

- არა, ეგ ინფორმაცია ნამდვილად არ არის სწორი, ჩვენთან არ მოვიდოდნენ.

- როგორც გავიგე, ომარი სკოლაში არ დადის, რა არის ამისი მიზეზი?

- ომარი სკოლაში დიდუბეში დადიოდა. შემდეგ აქეთ გადმოვედით. განცხადება კი შევიტანეთ სკოლაში, მაგრამ არ იყო ადგილი.

- როგორი იყო თქვენი ემოცია ფოტო რომ ნახეთ?

- დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ და როგორც კი ვნახე ფოტო, გამოვიცვალე ტანსაცმელი და სახლში წავედი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახი კალაძე შეიძენს ბინას თქვენთვის, როგორ გაიგეთ ეს ამბავი?

- ჯერჯერობით ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ.

- რით ირჩენთ თავს, გეხმარებათ ვინმე?

- სოციალური დახმარება გვაქვს, ბავშვებს პენსიაც აქვთ, მერიიდანაც გვაქვს დახმარება, მაგრამ საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე