ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძრა მოხდა

ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძრა მოხდა

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩიორჩის მერმა, სადაც 3 სექტემბერს საღამოს 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იტყობინება სააგენტო AP. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია მხოლოდ ორი ადამიანი.

მიწისძვრის კერა 5 კმ-ს სიღრმეში მდებარეობდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად მისი მაგნიტუდა 5,1-ს შეადგენდა. პოლიციის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა ქალაქში სერიოზული ნგრევა, ხოლო რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვია. ინფორმაცია ვრცელდება ასევე მოროდიორების შესახებ, რომლებიც მაღაზიებსა და ქალაქის კვარტლებს ძარცვავენ.

როგორც ქალაქის მერმა ბობ პარკერმა განაცხადა, საგანგებო ვითარების ფარგლებში ქალაქის რამდენიმე რაიონში შესვლა აიკრძალება, ხოლო დანგრეული შენობები დაიხურება. ქალაქში წესრიგს ჯარისკაცები დაიცავენ, რომლებიც ასევე აღდგენით სამუშაოებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

მომზადებულია AP -ის მიხედვით. 

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია