ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობასთან დევნილების საკითხზე საუბრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობასთან დევნილების საკითხზე საუბრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე გამართული საუბრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი განმარტავს, რომ მას "რესპუბლიკური პარტიისგან" წერილი არ მიუღია და თინა ხიდაშელის მიერ პრესით გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ ქულების დაგროვებას ემსახურება.

"ბოლო ხანს "რესპუბლიკურ პარტიასთან" კონტაქტი არ მქონია და არც წერილი მიმიღია მისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე. თუკი ქალბატონი თინა ხიდაშელის ციტატა ზუსტად არის მოყვანილი, ვწუხვარ, რომ "რესპუბლიკური პარტია" ცდილობს, დააგროვოს პოლიტიკური ქულები იქ, სადაც მას ქულები არ აქვს დასაგროვებელი", - განაცხადა ეკლუნდმა.

ქართულ პრესაში გავრცელდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" დევნილთა მასობრივი გამოსახლების გამო პერ ეკლუნდს მიმართა და გარკვეული მასალებიც წარუდგინა. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ თუ საქართველო დევნილების მიმართ მსგავს პოლიტიკას გააგრძელებს, შესაძლოა, მორიგი 23-მილიონიანი ტრანში ვეღარ მიიღოს.

პერ ეკლუნდის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე