ავტორი:

იქნება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში ვახტანგ გომელაური?

იქნება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში ვახტანგ გომელაური?

უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ! - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მის წარდგენას ეხებოდა.

გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ შს მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.

"რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარაია დაასახელა. სწორედ მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია

"საქართველოში ვნახე "ცხელების ცენტრები", ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის" - ჰანს კლუგე

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა