ავტორი:

რას გეგმავს მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით

რას გეგმავს მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით

ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქმედი შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახებ დასმულ კითხვას.

მისი განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.

„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

"ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა? ერთი მაგალითი თუ არის, მითხარით!" - ლადო კახაძე ეკატერინე ტიკარაძეს

შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში დარჩება - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

რამდენი ექიმი მკურნალობს კოვიდპაციენტებს, როგორია საწოლფონდის მონაცემები და რამდენი ტესტია ჩატარებული - ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში