ომონმა სოჭში ვარდენ ლაზარევის რაიონის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მიზეზი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა იყო. სამართალდამცველებმა 8 დაკავებული აქტივისტიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს.
ადგილობრივი მედია-საშუალებების ცნობით, საპროტეტსტო აქცია დაგეგმილი არ ყოფილა და ის სპონტანურად გაიმართა. მიტინგის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ მილიციამ აქციის დასაშლელად ძალის გამოყენება დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ომონის თანამშრომლების სამი ავტობუსი, სამი სასწრაფო დახმარების მანქანა და მილიციის 30 ავტომობილი იყო მობილიზებული.
წელს მაისში სოჭის საკრებულოს დეპუტატებმა საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცეს, რომელიც ვარდან ლაზარევსკის რაიონში 11,2 ჰექტარ ფართობზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოლოგების უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, ადგილობრივები ჩივიან, რომ ნაგავსაყრელი ტურისტებს დააფრთხობს, რომლებიც სეზონურად მათ ბინებს ქირაობენ.
მომზადებულია kavkaz-uzel.ru-ს მიხედვით.