ავტორი:

"არ მგონია, "მისი მრევლის" გარდა ვინმემ გაიგო, რისი თქმა უნდოდა ქ-ნ მაიას" - ცერცვაძე "რემდისივირთან" დაკავშირებით ბუწაშვილის პოსტს ეხმაურება

"არ მგონია, "მისი მრევლის" გარდა ვინმემ გაიგო, რისი თქმა უნდოდა ქ-ნ მაიას" - ცერცვაძე "რემდისივირთან" დაკავშირებით ბუწაშვილის პოსტს ეხმაურება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "რემდისივირთან" დაკავშირებით, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, ბუწაშვილის პოსტი აღნიშნულ თემაზე გაუგებარია და "მისი მრევლის" გარდა ვერავინ მიხვდება, რისი თქმა უნდა ინფექციონისტს.

ცერცვაძე ასევე ეხმაურება ექიმ ვახტანგ კალოაიანის კომენტარს, რომელიც მაია ბუწაშვილის პოსტზე დაწერა.

"ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ "მისი მრევლის" გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას. რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი.

ეს პროტოკოლი მე წარვადგინე კლინიკების წინაშე, როგორც ონლაინ კონფერენციაზე, ისე პირად შეხვედრებში და ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირიქით მოვქცეულიყავით და ამ მედიკამენტის შემოტანაზე უარი გვეთქვა - ყველაზე ხშირი ბრალდებები იქნებოდა ის, რომ COVID-19-ით პაციენტებს მთელ მსოფლიოში აქვთ შესაძლებლობა იმკურნალონ რემდესივირით და ქართველ პაციენტებს კი ჩვენ ეს შესაძლებლობა წავართვით და სასიკვდილოდ გავწირეთ.რაც შეეხება ქ-ნ მაიას უკმაყოფილებას ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით.

ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ვცდილობდით და ვცდილობთ მოგვეხდინა ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, როგორც სტანდარტული თერაპიის სრულყოფის, ისე ახალი ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, რათა რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი გადაგვერჩინა და ჩვენ ამ სტრატეგიას ვერ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რამოდენიმე ადამიანს არ მოსწონს და აღიზიანებს.

მე მაქვს მხოლოდ ერთადერთი კითხვა ბ-ნ ვახტანგ კალოაიანთან, რომელმაც ქ-ნ მაიას პოსტზე გააკეთა კომენტარი, სიტყვა-სიტყვით „თქვენც არ გინდათ სხვისი (შარლატანების) აშენებული საქართველო“ (რასაც ქ-ნი მაია ეთანხმება). ბატონო ვახტანგ! უმორჩილესად გთხოვთ, გვიპასუხოთ - ვის გულისხმობდით „შარლატანებში“, ჩვენ, თუ ვინმე სხვას? დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ პირდაპირ გვიპასუხებთ. სხვებს გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით" - წერს ცერცვაძე "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში "რემდისივირთან" დაკავშირებით შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ "გაამართლებს", ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურიათუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, "გაამართლებს" თუ არა.

მაშინ რატომ შემოვიტანეთ?

2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ,გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს,ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს?

-"ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდითთქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვაპაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა"

3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი,ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის დაპაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევასვატარებთ.

4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდადარეგისტრირდეს კვლევის სახით შეწსაბამისი წესებისდაცვით.

5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინსაკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორუნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს დაექიმებს უნდა ვკითხოთ, "მოუხდა" პაციენტს თუ არა?

6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რასვუწოდებთ "გაამართლას"? თუ უბრალოდ ბოლოსვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რაშემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურაშემდეგი პარტიის შემოტანა.?როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?" - წერს მაია ბუწაშვილმა, რაზეც ვახტანგ კალოიანმა დააკომენტარა:

"თქვენვ არ გინდათ სხვისი(შარლატანების) აშენებული საქართველო".