მთიან ყარაბაღში მომხდარ შეტაკებას ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა

მთიან ყარაბაღში მომხდარ შეტაკებას ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა

4 სექტემბერს გამთენიისას აზერბაიჯანის სადაზვერვო დივერსიული ჯგუფის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობას ერთი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე კი დაიჭრა, - იუწყება ”ინტერფაქსი”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხ მესაზღვრეებსა და აზერბაიჯანის დივერსიულ ჯგუფს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა მესაზღვრეებმა ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფის შეღწევა შენიშნეს. 

”საპასუხო შეტევას აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფის უკან დახევა მოჰყვა, თუმცა საწყის პოზიციაზე დაბრუნებულთა რამდენიმე წევრი ნაღმზე აფეთქდა, შედეგად ერთი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა”, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ყარაბაღის სამხედროთა მხრიდან მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

მომზადებულია interfax.ru-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია