საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლის, 50 წლის ანა მარია გოტიეს გარდაცვალების მიზეზებს ექპსერტიზა დაადგენს . დიპლომატის ცხედარი გოგებაშვილის 43ა-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ოფიციალური კომენტარები მომხდართან დაკავშირებით არც სამართალდამცავებს და არც საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.
ანა მარია გოტიე, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით საფრანგეთის ელჩის მოადგილე იყო, გოგებაშვილის 43ა-ში მეორე სართულის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვილილი, გუშინ საღამოს იპოვეს. მას აღნიშნული ბინა ნაქირავები ქონდა. მის გარდაცვალებაზე ეჭვი მეზობლებს გაუჩნდათ და სამაშველო სამსახური სწორედ მათ გამოიძახეს.
მეზობლების ინფორმაციით ფრანგი ქალბატონი საავადმყოფოში 3 სექტემბერსაც ყავდათ წაყვანილი. მას სავარაუდოდ გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით იგი სახლში დააბრუნეს, რადგან ექიმებმა მისი სტაციონარში დატოვება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.