მიხეილ გორბაჩოვს საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდება

მიხეილ გორბაჩოვს საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდება

საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს თბილისში საზოგადოების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდება.

საპროტესტო აქციას ორგანიზებას საქართველოს ეროვნული მოძრაობის დეოკუპაციის კომიტეტი და "სახალხო ფრონტი" გაუწევს.

"ყველა დაინტერესებულს მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, 1989 წლის 9 აპრილის ჯალათის, მიხეილ გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგ", - აცხადებენ ეროვნული მოძრაობის დეოკუპაციის კომიტეტისა და "სახალხო ფრონტის" წარმომადგენლები.

საპროტესტო აქცია დღეს, 14.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არის დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე