მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო "ინერფაქსი" იტყობინება.

თბილისის მკვიდრი ფაროიანი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსვლეთ ნაწილში დააკავეს. დაკავებისას მას 4,95 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. დაკავებულის მიმართ ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებისა და შენახვის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, თეკო, ასლან უსოიანის, მეტსახელად ”ძედ ხასანის”, დანაშაულებრივი კლანის წევრია. ფაროიანი მოსკოვში ცხოვრებს. ის რამდენიმე ბანდას ხელმძღვანელობს, დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს მხარს უჭერს და რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან გაძევებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს მფარველობს.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით. 

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ