ვატიკანი ირანელი ქალის საქმეში ჩარევას აპირებს, რომელსაც ჩაქოლვა აქვს მისჯილი

ვატიკანი ირანელი ქალის საქმეში ჩარევას აპირებს, რომელსაც ჩაქოლვა აქვს მისჯილი

ვატიკანმა განაცხადა, რომ შესაძლოა ოფიციალურ ირანს იმ ქალის შეწყალება სთხოვოს, რომელსაც ქმრის ღალატის გამო ქვებით ჩაქოლვა აქვს მისჯილი.

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა საკინე მოჰამედი აშტიანის საქმეში ჩარევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისმა ვაჟმა იტალიურ საინფორმაციო სააგენტო "Adnkronos"-სთვის მიცემულ ინტერვიუში დახმარება ითხოვა. მსჯავრდებულის ვაჟმა, საჯად გადეროზადემ რომის პაპს ბენედიქტე XVI-ს და იტალიის ხელისუფლებას დედამისის სიცოცხლის გადარჩენა სთხოვა, იტყობინება BBC. 

საპასუხოდ ვატიკანმა განაცხადა, რომ "ამ საქმეს დიდი ყურადღებითა და ინტერესით ადევნებს თვალყურს". "ეკლესიის დამოკიდებულება სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი, ქვებით ჩაქოლვა კი სიკვდილის განსაკუთრებით სასტიკი ფორმაა", - აღნიშნა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ.

ამასთან, ლომბარდის თქმით, ვატიკანმა ირანელი ქალის გადასარჩენად, შესაძლოა, დიპლომატიური კავშირებით ისარგებლოს. თეირანისთვის ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიუმართავთ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ თეირანს გულმოწყალება ურჩია.

2006 წლის მაისში სასამართლომ საკინე მოჰამედი აშტიანი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სხვა მამაკაცებთან "დანაშაულებრივ კავშირებში" სცნო დამნაშავედ და ჩაქოლვა მიუსაჯა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა