ბრიტანელი დეპუტატის ცოლი ფარულად ბორდელში მუშაობდა

ბრიტანელი დეპუტატის ცოლი ფარულად ბორდელში მუშაობდა

როგორც ტაბლოიდ The Mirror-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბრიტანელი პოლიტიკოსის მაიკ უევერლის მეუღლე თავისუფალ დროს ბორდელში მეძავად მუშაობს, სადაც საათში 70 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. თავად კონსერვატორმა დეპუტატმა ცოლის "პროფესიის" შესახებ არაფერი იცოდა და შოკირებული აღმოჩნდა, როდესაც გაზეთის ფურცლებიდან მეუღლის ფარული საქმიანობის შესახებ შეიტყო.

ტაბლოიდის ფარული კამერით შეიარაღებულმა კორესპონდენტმა 39 წლის კლარა უევერლი მაშინ გადაიღო, როცა ეს უკანასკნელი სექსუალურ სამოსში გამოწყობილი პრივატულ ცეკვას ასრულებდა. ქალმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ბორდელში მუშაობა ძალიან მოსწონს და თან საკმაოდ კარგად გამოიმუშავებს. თურმე კლიენტები მას "ბის", "ადრიანას" და "ბიანკას" სახელებით იცნობენ და საათში 70 ფუნტს უხდიან.

53 წლის მაიკ უევერლი, რომელიც ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან ერთად ამ წლის მაისში მოვიდა, პრესასთან აცხადებს, რომ ცოლს ჯერ კიდევ თებერვალში გაშორდა, თუმცა არ მალავს, რომ როცა ყოფილი მეორე ნახევრის საქმიანობის შესახებ სიმართლე შეიტყო, ცრემლები ვერ შეიკავა. ახლა უევერლის ის ადარდებს, რომ სკანდალმა, შესაძლოა, თანაპარტიელი პრემიერ-მინისტრის რეპუტაციას ჩრდილი მიაყენოს.

მაიკმა კლარა რიო-დე-ჟანეიროში ვიზიტისას გაიცნო და შეუყვარდა. სამი წლის შემდეგ სატვირთო ავტომობილის მძღოლის ქალიშვილი ლონდონში გადაბარგდა და "მისის უევერლი" გახდა, ხოლო ის, რომ სულ რამდენიმე წლის წინ მეძავის პროფესიით მუშაობდა, მაიკისთვის უცნობი იყო.

როგორც ირკვევა, პირველ ხანებში კლარა ქმარს ერთგულად ემსახურებოდა, თუმცა 2007 წლიდან გულმა ისევ ძველი საქმიანობისკენ გაუწია. თურმე კლარა ერთბაშად მასაჟის სამ სალონთან თანამშრომლობდა, რომლის კლიენტებს ინტიმურ მომსახურებასა და სტრიპტიზს სთავაზობდა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს