ავტორი:

"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?

"სალი კლდესავით მედგა გვერდში" - რას წერს ბიძინა ივანიშვილი ოჯახზე და ვის უხდის მადლობას?

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მართლაც გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო. მასში საუბარია, როგორც მისი პოლიტიკაში მოსვლის, ისე წასვლის მიზეზებზე. "ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს", - აცხადებს ის.

ის ასევე საუბრობს იმ თანადგომაზე, რაც მან ამ წლების განმავლობაში ოჯახისგან მიიღო. "მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე", - წერს ის.

წერილის დასასრულ კი აცხადებს:

"გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ "ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო!" წაიკითხეთ წერილი სრულად

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე