ავტორი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე მართლაც გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო.

არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

არაოფიციალური ცნობით, პარტიის ირაკლი კობახიძისთვის ჩაბარების თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს