"ნაბუქომ" 4 მლრდ ევროს დაფინანსება მიიღო

"ნაბუქომ" 4 მლრდ ევროს დაფინანსება მიიღო

პროექტი "ნაბუქო" კრედიტის სახით 4 მლრდ ევროს მიიღებს. დღემდე ამ პროექტის დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილი არ იყო.

გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმმა გუშინ პროექტისთვის 4 მლრდ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. კონსორციუმში შედიან რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, ევროპული საინვესტიციო ბანკი და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია.

როგორც ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, ევროპული საინვესტიციო ბანკისგან პროექტი 2 მლრდ ევროს მიიღებს, ხოლო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი მას 1,2 მლრდ ევროთი დააფინანსებს.

გაზსადენის პროექტი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 31 მლრდ კუბამეტრი გაზია, კასპიის რეგიონიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 8 მლრდ ევროა. გაზსადენის ექსპლუატაცია 2015 წელს დაიწყება.

მომზადებულია finmarket.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ