ავტორი:

აზრებაიჯანმა დღეს ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ვაქცინით დაიწყო

აზრებაიჯანმა დღეს ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ვაქცინით დაიწყო

როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, აზერბაიჯანმა 18 იანვარს, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით დაიწყო.

"გადაწყდა, რომ ჩვენთვის საუკეთესო ვაქცინა კომპანია Sinovac-ის ვაქცინაა, რომელმაც კლინიკური კვლევები რამდენიმე ქვეყანაში წარმატებულად გაიარა და საკმაოდ ეფექტიანია", – განაცხადა აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ამ ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა.

შესაბამისი სამსახურების ცნობით, პირველ რიგში, ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები გაივლიან.

მეორე ეტაპის დაწყებას ქვეყანა თებერვლიდან გეგმავს, რომლის დროსაც აიცრებიან მოქალაქეები ქრონიკული დაავადებებით, განათლებისა და სოციალურ სისტემებში დასაქმებული ადამიანები. ასევე საზტრანსპორტისა და საბანკო სექტორის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, ამ ვაქცინით საყოველთაო ვაქცინაცია თურქეთმაც დაიწყო. წყარო

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები

ნორვეგიაში ხანდაზმულთა გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ იკვეთება - "შეშფოთებულები ნამდვილად არ ვართ"