ავტორი:

როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

როგორ ეხმაურება მამუკა ხაზარაძე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში

19 იანვარს, "რუსთავი 2"-ის ეთერში "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე, რომელიც წერს:

"არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,“ - ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან.

ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება.

ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში".

"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს