ავტორი:

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის და ამ დროის განმავლობაში ვირუსით 96,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. არ დარჩენილა ქვეყანა და სოციალური ფენა, რომელზეც პანდემიამ გავლენა არ მოახდინა.

ასეთ რთულ ვითარებაში იტალიაში არის კუნძული, რომლის მაცხოვრებლებიც COVID-19-ის მიმართ განსაკუთრებულად მდგრადები აღმოჩნდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერი ყოფილა ჩაკეტილი და ზაფხულშიც ტურისტების ნაკადს იღებდნენ, კორონავირუსის შემთხვევები არ ვლინდებოდა. აღნიშნულის შესახებ news-medical.net წერს.

საუბარია ტოსკანას რეგიონში მდებარე კუნძულ ჯილიოზე, სადაც ვირუსის 1 შემთხვევა ჯერ ოქტომბერში გამოვლინდა, ხოლო შემდეგ, ახალი წლის შემდგომ პერიოდში, 12 ინფიცირებული აღწერეს და როგორც იტალიური მედია წერს, ამჟამად კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

იმ ფაქტმა, რომ იტალიაში ვირუსის აფეთქების დროსაც კი კუნძულზე COVID-19-ის შემთხვევები არ ვლინდებოდა, ეპიდემიოლოგთა ინტერესი გამოიწვია და აღნიშნული ადგილი კვლევის ობიექტი გახდა. მეცნიერები დაინტერესდნენ იმით, თუ რატომ არ ვრცელდება ვირუსი კუნძულის მცხოვრებლებში.

ექსპერტებმა 2020 წლის 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდში ჩაატარეს სეროპრევალენტური კვლევა და შესაბამისი ტესტი ჩაუტარეს კუნძულის 723 მაცხოვრებელს (2019 წლის აღწერის მიხედვით, ჯილიოში სულ 1400 ადამიანი ცხოვრობს). მათ შორის ვირუსი გადატანილი არავის არ აღმოაჩნდა. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ასახელებენ, თუ რატომ არიან იქ მცხოვრები ადამიანები კორონავირუსის მიმართ მდგრადები.

მკვლევართა ნაწილის აზრით, კუნძულზე არსებული სუფთა ჰაერი და დაუბინძურებელი გარემო გადამწყვეტ როლს თამაშობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვაში. ექსპერტთა მტკიცებით, უნდა იყოს შესწავლილი კუნძულის გეოგრაფიული, კლიმატური და მიკროეკოლოგიური პირობები, რათა ზუსტად დადგინდეს, რის გამო არ ვრცელდება იქ ვირუსი ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ეპიდემიოლოგები ასევე მიუთითებენ, რომ ჯილიოს მაცხოვრებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ ჯვარედინი იმუნიტეტი და ეს ასრულებდეს გადამწყვეტ როლს ვირუსისადმი აშკარა წინააღმდეგობაში.

დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს - რა ფოტოები ვრცელდება ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე

მელანია ტრამპმა 100-წლიანი ტრადიცია დაარღვია და ინაუგურაციამდე ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ მიიწვია

10 ახალი ქვეყანა ერთ კვირაში - ჯანმო-ს მონაცემებით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი