ავტორი:

ავიაკატასროფის შედეგად ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ოთხი ფეხბურთელი და კლუბის დირექტორი დაიღუპა

ავიაკატასროფის შედეგად ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ოთხი ფეხბურთელი და კლუბის დირექტორი დაიღუპა

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, პალმასის ოთხი ფეხბურთელი და ამავე კლუბის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ამის შესახებ eurosport.com წერს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელები ვერტმფრენით ვილა ნოვაში მიემგზავრებოდნენ, სადაც გუნდს თამაში უნდა ჰქონოდა.

ვერტმფრენში სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - 4 ფეხბურთელი, კლუბის დირექტორი და ვერტმფრენის პილოტი. მათგან არავინ გადარჩენილა. გარდაცვლილი ფეხბურთელები არიან ლუკას პრაშედესი, გილერმო ნოე და რანულ და მარკუს მოლინარები.

ვერტმფრენი ქალაქ ნაკუნალის მახლობლად ჩამოვარდა.

ცნობისთვის, "პალმასი“ ბრაზილიის მეოთხე დივიზიონის გუნდია.

დაკავება 10-წლიანი თვალთვალის შემდეგ - ჰოლანდიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაური დააკავეს

დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში - ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა - განახლებული მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ