უკრაინაში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება

უკრაინაში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება

უმაღლეს რადაში შესულია კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში უკრაინული და რუსული ენების უფლებებს ათანაბრებს.

თუკი პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლის თანახმად ქვეყანაში რუსული ენა ოფიციალური იქნება, ამით პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინასაარჩევნო დანაპირები აღსრულდება, რომელიც რუსული ენის დაცვას ეხებოდა. 

კანონპროექტი სახელწოდებით "უკრაინის ენები" დეპუტატებს რეგიონების პარტიის, კომუნისტებისა და სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ამასთან, დოკუმენტი უკრაინაში სხვა ნაციონალური ენებისთვის უფლებების გაფართოებასაც ითვალისწინებს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა