ანა ჩაპმანი - "განაწყენებული ერის ფეტიში"

ანა ჩაპმანი - "განაწყენებული ერის ფეტიში"

აშშ-ში რუსი ჯაშუშების სკანდალის მონაწილე ანა ჩაპმანმა გერმანულ გამოცემა "შპიეგელის" ჟურნალისტს მათიას შეპს ინტერვიუ მისცა. სტატიაში შეპმა ანა "განაწყენებული ერის ფეტიშად" მოიხსენია.

ჟურნალისტის თქმით, ანა, რომლის სექსუალურობას მასმედია მუდმივად ხაზს უსვამს, იძულებულია ქუჩაში შავი სათვალითა და ქუდით იაროს, რისი მიზეზიც მისი არანორმალური პოპულარობაა. ანას, რომელსაც მშობლიურ ვოლგოგრადში საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას უპირებენ, სიმღერებს უძღვნიან და დუმაში ადგილს უმზადებენ. პოლიტოლოგი ანდრეი მირონოვი კი იმ სკოლაში, სადაც ჩაპმანი სწავლობდა, მისი მუზეუმის გახსნის ინიციატივით გამოდის... ჯაშუშის იმიჯმა ის არა მარტო მოსკოვში, არამედ მთელ ქვეყანაში ვარსკვლავად აქცია.

"შპიგელის" ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ჩაპმანი "განაწყენებული ერის ფეტიშად" იქცა, სინამდვილეში კი მის კულტში რუსული სპეცსამსახურების წამხდარი იმიჯი იმალება, რომლებიც იმავე დაავადებით არიან შეპყრობილნი, რითაც მთელი ქვეყანა - კორუფციითა და სიხარბით. მათიას შეპის აზრით, ჩაპმანი ამერიკისადმი ანტიპათიურად განწყობილი რუსი ერის ხასიათის მატარებელია.

ჟურნალისტის თქმით, რესტორანში შეხვედრისას ანა შებოჭილი ჩანდა, რითაც თავის არასრულფასოვნებას უსვამდა ხაზს. ის არ არის მაღალი კლასის ჯაშუში და არც КГБ-ს შიშს თესავს. ის უბრალოდ, სიმპათიური პრაქტიკანტია. ამასთან, ჩაპმანი დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირთა ფონზე მოკრძალებულად გამოიყურება, რომლებიც "შპიგელის" თქმით, ოფიციალურ ხელფასის ფონზე განცხრომაში ცხოვრობენ.

ჟურნალისტთან შეხვედრისას ჩაპმანმა აღნიშნა, რომ მალე მისი საიტი გაიხსნება, თუმცა ჟღალთმიანმა ლამაზმანმა აშშ-ში თავის ჯაშუშურ საქმიანობაზე საუბარს თავი აარიდა. როგორც გოგონამ "შპიგელს" უთხრა, ამ თემაზე ლაპარაკი მას ხელმძღვანელებმა - საგარეო დაზვერვის ბიუროს უფროსმა ოფიცრებმა აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, ჩაპმანს თავის ჯაშუშური ისტორიებიდან დივიდენდების მიღება მაინც შეუძლია, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. 

მომზადებულია spiegel.de-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა