ავტორი:

სახლი დიდ ბრიტანეთში, ბინები თბილისში, ნაკვეთები ბაკურიანსა და ციხისძირში - რა ქონებას ფლობს ბადრი ჯაფარიძე

სახლი დიდ ბრიტანეთში, ბინები თბილისში, ნაკვეთები ბაკურიანსა და ციხისძირში - რა ქონებას ფლობს ბადრი ჯაფარიძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია უკვე წარადგინა "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესებში იყო ჩართული.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბადრი ჯაფარიძე ფლობს სახოვრებელ სახლს დიდ ბრიტანეთში; მიწის ნაკვეთს თბილისში; 1-1 მიწის ნაკვეთი - ბაკურიანში, ლისის ტბის მიმდებარედ, თიანეთსა და ნატანებში; 2 მიწის ნაკვეთს მცხეთაში; ბადრი ჯაფარიძე ასევე ფლობს 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ მამუკა ხაზარაძესთან ერთად.

ასევე ჯაფარიძის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - მამუკა ხაზარაძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Volkswagen Amarok. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 179 307 ლარი; 2 653 789 დოლარი; 524 998 გირვანქა სტერლინგი და 222 073 ევრო ჰქონდა წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს (LIVE)

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია რამდენიმე პირი