ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს" - სოზარ სუბარი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, სუბარის ინფორმაციით, "ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება“.

"ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის და მართლმსაჯულების სისტემის საბოტაჟთან დაკავშირებით უამრავი არაადეკვატური და დესტრუქციული განცხადება მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისა და ამის “ქართულ ოცნებაზე” გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა, მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს.

ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება, პროკურატურა კი ვალდებულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე წარადგინოს. “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთი ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.

ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას იმდენად უარგუმენტო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს, რომ დასახმარებლად კვლავაც გავრილოვის და რუსეთის ფაქტორის გამოყენება სცადეს და როგორც ყოველთვის, მათ რუსეთიდან მიიღეს ეს დახმარება. ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას, რაშიც როგორც ყოველთვის მათ ეხმარება რუსეთი და ეს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი აღიარებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, თუ რა პროვოკაციებს განახორციელებს კონკრეტული სამართლადამრღვევი პირი, მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება”, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

"ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ" - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის აქციების გადადებაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს