"ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ - მინისტრის პოსტთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ- მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.