ავტორი:

"მოგესალმებით, საბჭოთა საქართველოში!" - გიგი უგულავა

"მოგესალმებით, საბჭოთა საქართველოში!" - გიგი უგულავა

გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საბჭოური დილა გაუთენა, რაც სიმბოლურად, 23 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეებში ხდება:

"მოგესალმებით, საბჭოთა საქართველოში! დღეს 23 თებერვალს, ივანიშვილმა გაათენა საბჭოთა საქართველო, გასცა ბრძანება საკუთარი მოსახლეობის დარბევის. ჩვენ ვართ აქ მშვიდად, ვართ მტკიცედ და დიდი ფასით მოუბრუნდება ივანიშვილს ეს ყველაფერი.

ავადმყოფობაა, რაც ხდება გარეთ... შტურმისთვის ემზადებიან. ეს შლეგი, ნაგავი ღარიბაშვილი უტევს ხუთი წერტილიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, მაგის პროფესიონალიზმიც არ ყოფნით. რასაც ესენი აკეთებენ, პირდაპირ სასაკლაოზე გაშვებაა ხალხის" - განაცხადა გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი