სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება:
"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.
ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა ..." - წერს ლომჯარია.