პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებს, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ჩატარდა.
ვახტანგ ძაბირაძე:
- მოვლენების ასე განვითარება, მოულოდნელი არ ყოფილა. ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება სწორედ ამ პროცესის განხორციელებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მარტო ღარიბაშვილმა არა, ხელისუფლებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით დასრულდა ერთი პროცესი, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ქვია.
მაგრამ როგორც კი ნიკა მელია დააპატიმრეს, ჩაირთო მეორე პროცესი, აქ საყურადღებოა მისთვის წაყენებული ბრალი. მართალია ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, გადაიხდიდა გირაოს თუ ის წავიდიოდა ციხეში, მაგრამ ეს საკითხი ახლა უფრო მეორე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გახდა. უფრო მეტად არის დატვირთული პოლიტიკურად, რადგან უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს. ქვეყანაში ახლა პოლიტიკური პროცესი იწყება.
- რას ელოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები?
- არა მგონია, საზოგადოების დიდი აჟიოტაჟი მოყვეს ახლა ნიკა მელიას დაკავებას, ალბათ იქნება აქციები, მაგრამ, ჩემი აზრით, ვხედავ დღეს, მასშტაბური აქციები ამას არ მოყვება. სხვა თემაა რა რეაგირება მოყვება ამას ჩვენი პარტინიორების მხრიდან.
ჯერჯერობით ვისმენთ განცხადებებს. ვნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამენ - ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს... არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას შეეძლო ამ ოპერაციის ჩატარება. შედეგი ქვეყნის შიგნით თითქოს პროგნოზირებდია, ახლა მთავარია პარტნიორების მხრიდან რა შედეგი მოყვება. ამ მიმართულებით ხელისუფლებას უნდა ემუშავა, მაგრამ რასაც ვხედავ, ჯერჯერობით აქ არ ჩანს ხელისუფლების ნამუშევარი დიდად.
- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა?
- დარწმუნებული ვარ, საქმის კურსში იქნებოდა. არა მგონია, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილის გარეშე მიეღოთ... თუმცა საქმის კურსში ყოფნა და მითითებების გაცემა სულ სხვაა.