ავტორი:

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს - რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები?

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს - რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები?

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა.

მიმდინარე აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

"ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე!" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ აქციაზე.

აქციის მონაწილეებმა კანცელარიიდან რუსთაველის მოედნზე გადაინცვლეს და გზა გადაკეტეს. ამბობენ, რომ კარვების გაშლას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სამართლდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ 26 თებრევლისთვის მასშტაბური აქცია დააანონსეს.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ბაქოში გაპარული ეპოტინებოდა სავარძელს, რომელიც გავრილოვს გაათბობინა... 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა კობახიძის კისერზეა" - ხუხაშვილი

"ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა" - ირაკლი კობახიძე