ავტორი:

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

"ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ეხმარებოდნენ" - მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

მთელი დღეა ქვეყნის მასშტაბით თოვს. შესაბამისად, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია. ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

როგორც ირკვევა მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შეფერხებული იყო კახეთის რეგიონშიც. ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებს დავით მოსიაშვილი ავრცელებს, რომელიც თელავიდან თბილისში მგზავრობდა. ის საპატრულო პოლიციას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

"ზოგადად როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ძალიან კომფორტისტი ვარ და ასევე კარგად ვიცი "შორი გზიდან მოუარე შინ მშვიდობით მიდი" და წამოვედი თბილისში "გურჯაანზე". ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ასე საშინლად არასდროს მიმგზავრია, დაახლოვებით 3.5 საათი ვიყავი გზაში, დაძაბულობისგან 5 კგ- ც დავიკელი - მჭირდებოდა.

თოვლი, ნისლი, ყინული, პიკი იყო საგარეჯოსთან შემოსავლელ გზაზე, ისიც კი გამეფიქრა რომ დავმთავრდი. აღმართზე მანქანები აქეთ იქეთ სრიალებდნენ. ზოგი იქეთ, ზოგიც აქეთ - ნუ მძღოლს ამას არავინ ეკითხებოდა , იდგა კოლონა, იძულებით გავჩერდი მეც და დაძვრისას ორი სრული "კრუგიც" გავაკეთე ღერძულა ხაზზე , სრიალ-სრიალით .

იმას კი აღარ ვფიქრობდი რამეს არ დაარტყა, აი მანქანებს რომ არჩევ ზომებით , რომელი გირჩევია, რომ ნაკლებად დაზიანდე. ამდენი მანქანებს ორი ეკიპაჟი პატრული გვპატრინობდა, არ ვიცი რომელი განყოფილების ბიჭები იყვნენ მაგრამ მათმა მოქმედებამ გულიც კი ამიჩუყა საშინელ ამინდში მანქანიდან გადმოსულები ისე ზრუნავდნენ თვითეულ ავტომობილზე: მძღოლებს აძლევდნენ რჩევებს, ხელით იკავებდნენ მოცურებულ მანქანებს, აღმართზე ასვლაში ხელის მიწოლით ეხმარებოდნენ... სულ 4 ადამიანი და უამრავი მოცურებული მანქანა...

ჩამოთვლითაგან არცერთი არ მგონია მათი სამსახურეობრივი მოვალეობა. ხო და მიუხედავად იმისა რომ ჩემი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაქსიმალურად გააქტიურებული იყო გამეფიქრა, რამხელა შეცდომაა ხოლმე ერთი არასწორის გამო, მთელი მუნდირის ლანძღვა-გინება.

არ ვიცი ვინ იყვნენ მაგრამ ჩემგან უდიდესი მადლობა ამ ოთხეულს .შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia პ.ს. ხვალ უკან უნდა დავბრუნდე აუცილებლად და იმედია საღამოს ისევ შემეძლება რამე დავწერო ხო, ჩემს ჭიჭიკოსაც მადლობა იმედები რომ არ გამიცრუვა" - წერს მოსიაშვილი.

"ეს მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში... იქედანაც გვამხნევებდა" - რას წერს ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის შესახებ

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა

"ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია..." - რას წერს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე