ავტორი:

"ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა... ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგე" - გია ვოლსკი

"ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა... ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგე" - გია ვოლსკი

"ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია" - ეს შეფასება ოპოზიციურ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე აზრით, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა.

დეპუტატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი კონფრონტაციის გაღრმავებაა, ხოლო თუკი მათ "საქართველოს დამარცხება და ძირს დაგდება აწყობთ, ეს არ აწყობს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას".

"პროტესტი, რა ფორმითაც მას ოპოზიცია მიმართავს, დასაშვებია. არავინ ამის წინააღმდეგი არ არის. საქართველოში დემონსტრაციები არ იკრძალება. ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პერსონალური დევნა უნდა მოაწყონ, ეს აქციების შინაარსზე მიუთითებს. ვისაც დღეს საპროტესტო განწყობა აქვს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართო: - არჩევნები არ გაყალბებულა, ხოლო თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს დაავალოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა.

საერთაშორისო თანამეგობრობას უკან არ წაუღია მოწოდება იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებები პარლამენტში უნდა მოხდეს და არა ქუჩაში. რაც მთავარია, საზოგადოების განწყობა არანაირად არ შეესაბამება გეგმებს, რაც მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილებს გააჩნიათ. არავითარი ნიშანი და საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ საქართველოში პრორუსულ პოლიტიკაზე ილაპარაკოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო