ავტორი:

"შეიძლება ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის" - პრემიერი მზადაა შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

"შეიძლება ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის" - პრემიერი მზადაა შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი გზავნილი ის გახლავთ, რომ ახლა და აქ, მე მაწუხებს ძალიან ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა ეს დემოკრატია და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ! დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა! ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული. ასევე მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მეტი ამბიციებით განახორციელოთ რეფორმები, ამას დასჭირდება თქვენი ლიდერული პოზიცია, ყველამხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი მზადაა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა, დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღოთ. მინდა ჩვენი გუნდის მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის...

დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ. დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"