ავტორი:

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობით - ვინ არიან ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი კაცები

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ხშირად ყურადღებას იპყრობენ არა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ ვიზუალის გამოც. ზოგიერთ ფსიქოლოგს სჯერა, რომ საზოგადოების ნდობის, კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად განათლებასთან, ქარიზმასთან, პოლიტიკურ ალღოსთან და სხვა ნიუანსებთან ერთად, მომხიბვლელი ვიზუალიც მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გაიკეთეს აცრა, ზოგიერთი მათგანის ვიზუალი და სპორტული აღნაგობა სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

ამიტომაც, გადავწყვიტეთ თვალი გადაგვევლო მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დროს ყველაზე მომხიბვლელების სიაში მოხვდნენ.

ედუარდო ლეიტე - ის ბრაზილიის შტატის, რიუ გრანდი დუ სულის გუბერნატორია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, მანამდე იყო ქალაქ პელოტას მერი. ედუარდო ლეიტე გახდა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, მან ეს 33 წლის ასაკში შეძლო. გარდა იმისა, რომ სიმპათიურია, სხვადასხვა გამოკითხვებით, ბრაზილიაში ყველაზე იმედისმომცემ პოლიტიკოსად მიიჩნევა. ბრაზილიელები ედუარდოს "ღიმილის ექსპერტს" უწოდებენ.

ენრიკე პენია ნიეტო - მექსიკელი პოლიტიკოსი და მექსიკის პრეზიდენტი 2012-2018 წლებში.

პედრო სანჩეზ პერეზ კასტეხონი - პედრო ესპანელი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელს 2018 წლიდან იკავებს. თავისი ვიზუალის გამო ხშირად იპყრობს სხვადასხვა მოდური გამოცემების ყურადღებას. Elle წერს, რომ ასეთი სექსუალური ლიდერი, არათუ ესპანეთს, არამდე მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც არ ჰყოლიათ. ყვითელ პრესაში მას "ზღაპრულ პრინცს“ და "მისტერ მომხიბვლელობას“ უწოდებენ.

სკოტ ბრაუნი - მომხიბვლელი ამერიკელი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უმუშავია. ბრაუნი ხშირად ხვდებოდა მომხიბვლელი პოლიტიკოსების რეიტინგში და ზოგიერთი მას ჰოლივუდის ვარსკვლავ, რიჩარდ გირსაც კი ამსგავსებს.

ალექსის ციპრასი - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ-ერთ მოხმიბვლელ ლიდერად ითვლება.

ჯასტინ ტრუდო - რა თქმა უნდა, ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური პოლიტიკოსების სია წარმოუდგენელია კანადის ქარიზმატული ლიდერის, ჯასტინ ტრუდოს გარეშე. ჯასტინი გამოირჩევა თავისი ჩაცმის სტილით და დეტალი, რომელიც ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, მისი ფერადი წინდებია.

ადამ კინზინგერი - ის მომხიბვლელი ამერიკელი კონგრესმენი, რომელსაც საქართველოშიც კარგად იცნობენ. 2006 წელს ვისკონსინის შტატის წითელმა ჯვარმა კინზინგერი "წლის გმირად“ დაასახელა. რადგანაც, დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც ქუჩაში ქალს ესხმოდა თავს, განაიარაღა. ქალი გადარჩა. ამ საქციელისთვის კინზინგერმა მიიღო შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მედალი, ასევე ჯილდო ეროვნული გვარდიისგან. 2011 წელს The Hill-მა 50 ყველაზე მომხიბვლელ ადამიანთა შორის შეიყვანა და თანაც, ის მეხუთე ადგილს იკავებდა. 2020 წელს კინზინგერი დაქორწინდა სოფია ბოზა ჰოლმანზე, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი იყო.

ჯეიმს აპატურაი - კავკასიის საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და გარდა პოლიტიკური განცხადებებისა და მომხიბვლელი ვიზუალითაც იპყრობს ყურადღებას.

აარონ შოქი - აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, რომელიც ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ ვიზუალის გამო და როგორც წესი, ის ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა პროპაგანდას.

დრავკო მარიჩი - ის ხორვატიის ფინანსთა მინისტრია, რომელმაც მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. ადამიანებს არ გამოჰპარვიათ მინისტრის სპორტული აღნაგობა. მარიჩი ხორვატიის ფინანსთა მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. ის დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

მუჰამედ მაჰმუდ ალ-ხაჯა - ის არის გაერთიანებული არაბთა საემიროების პირველი ელჩი ისრაელში. მუჰამედ მაჰმუდი ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა და საზოგადოების ყურადღება თავისი გარეგნობის წყალობით მარტივად მიიპყრო.

მომზადებულია instyle.com-ის მიხედვით

"მეუღლე ადრე გარდაეცვალა და 5 შვილის აღზრდა იტვირთა" - რას იხსენებს პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შთამომავალი ბაბუაზე, რომელმაც ქვეყნის ეკლესია ურთულეს დროს ჩაიბარა

"ლამაზი თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა, რომ კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას ცდილობდა" - ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას

იაკუძა - იაპონური მაფია შემზარავი ტრადიციებით, რომლის წევრებსაც მთელი სხეული ჰქონდათ მოხატული