ავტორი:

"მე და ჩემი შვილი ბაკურიანში ვიყავით საბაგიროზე, როცა გინების კორიანტელი წამოვიდა... ერთი შემთხვევა თუ გახსოვთ, რომ ვინმე შეაწუხეს ჩემი ოჯახის სახელით" - სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

"მე და ჩემი შვილი ბაკურიანში ვიყავით საბაგიროზე, როცა გინების კორიანტელი წამოვიდა... ერთი შემთხვევა თუ გახსოვთ, რომ ვინმე შეაწუხეს ჩემი ოჯახის სახელით" - სააკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან ექსპრეზიდენტის დედასთან და მეუღლესთან შეხვედრები გაიხსენა.

"კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ რამდენიმე რამ ღირს, რომ ვთქვა: 2011 წელს რომ ჰქონოდა ხელისუფლებას ეს ჩანაწერები... ეს არის პერიოდი, როცა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, "გაზპრომის" მთავარი აქციონერი გამოვიდა აქტიურად პოლიტიკურ არენაზე, წერილს წერილზე წერს, გმობს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და ეს 2011 წლის განმავლობაში ხდება სულ და ამ დროს არავინ არ დაინტერესდა, ვინ ვის აკაჩავებს, ვინ ვის მიუვარდა, ხელისუფლება უბრალოდ წყნარად უყურებებს ამ ყველაფრს და არაფერს არ აკეთებს?! უნდა ჩამოყალიბდნენ, ან ჩვენ ვიყავით ეფექტური და თან ბოროტები, რაც, რა თქმა უნდა, არ ვიყავით, მაგრამ კანონს ვიცავდით ან მეორეს მხრივ, ვიყავით უუნაროები და არაფრის მაქნისები და ადვილად შესაჭმელები. ასე გამოდის, თუ ჩვენ გვქონდა ეს და არაფერი გააკეთეს მაშინდელმა ორგანოებმა, ესე იგი იყვნენ მთლიანად ჩამოშლილები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს რომ ასე არ იყო, ხალხს ახსოვს.

არავის არ ვურჩევ ჩემი ოჯახის წევრების მინისტრებთან არევას, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუკინაცია. ეს დედაჩემს არ ეხება და სანდრას არ ეხება, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც სხვა ჩემი ნათესავები ურეკავდნენ მინისტრებს და ეს მთავრდებოდა მათთვის ყოველთვის ცუდად, როცა მერე მე გავიგებდი... ყველა მინისტრი გაფრთხილებული მყავდა... ერთხელ ერთმა ნათესავმა მითხრა, რომ მინისტრებს ვურეკავ და არცერთი არ იღებს ყურმილსო და მე ვუთხარი შენ ვინ ხარ, რადგან ჩემი გვარი გაქვს... შენი დარეკილი რატომ უნდა აიღოს მინიტრმა-მეთქი?! ყველა მინიტრი გაფრთხილებულია-მეთქი, რომ პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არა მხოლოდ პრივილეგიები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, არამედ არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შევარდნაძის მწარე გამოცდილება, როდესაც ოჯახი ერეოდა ეკონომიკურ საკითხებში და ა.შ. და მე ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ საქართველოში შევარდნაძის რაიმე პრაქტიკა გრძელდება...

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ჩემს რომელიმე შვილს დაერეკა ვინმესთან და რაიმე დაევალებინა, და ის რომ ჩემს შვილს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს ასე არ არის, შეიძლება არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ რადგან ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი... მე და ჩემი შვილი ბაკურიანში ვიყავით საბაგიროზე, როცა გინების კორიანტელი წამოვიდა გვერდზე ვიღაც ტიპებიდან, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ ხომ არ დაველაპარაკოო და მე ვუთხარი, რომ არც გაბედოთ-მეთქი. შეწუხდა ჩემი დაცვის უფროსი, ხომ არ დაველაპარაკოო მკითხა და ვუთხარი, რომ ჩემი მყარი ინსტრუქცია გაქვთ არც გაბედოთ ოდესმე ახლოს მისვლა.

ერთი შემთხვევა მაინც თუ გახსოვთ, რომ ვინმე ოდესმე მივიდა ვინმესთან და შეაწუხა ჩემი ოჯახის სახელით. ჩემმა შვილმა ედუარდმა რომ გაამყარა გინესის რეკორდის წიგნები, "ფეისბუქზე" პირდაპირ კამპანია იყო გინების კორიანტელის ოროსნების მხრიდან, რომლებსაც უბრალოდ შურდათ, რომ მან აიღო ეს გინესის რეკორდი... სხვათა შორის ამ რეკორდზე რომ შეიტანა განაცხადი, მეც პოსტ ფაქტუმ გავიგე. მართალია თვითონ რეკორდის დამყარების დროს იქ ვიყავი, იმიტომ, რომ მაინტერსებდა და ვნერვიულობდი, მერე გინების კორიანტელი იყო. ვინმემ რამე პასუხი გასცა? ჩვენ არც განგვიხილავს ეს.

ბერა ახსენებდა ჩემს შვილსაც, მახსენებდა მეც, მერე რა? ამ ხალხს აქვთ თავიანთი სტანდარტები სიცრუის. რაც შეეხება დედაჩემს, მე დედაჩემს ვკითხე და გაიხსენა, რომ ერთადერთხელ იყო მასთან მისული ღარიბაშვილი, როდესაც დედაჩემი იყო "ჩვენებურების" ფესტივალის ორგანიზატორი, მთელს მსოფლიოში კრიბავდნენ ქართველებს და მათ ანსამბლებს და აკეთებდნენ მათ ფესტივალს, და შესთავაზა დახმარება... მან მითხრა, რომ შენ გკითხეო, მოსული იყოო ფონდიდანო და შენ თქვიო თუ კარგი საქმეა რატომაც არაო და ძაან მცირე ნაწილი დაფარესო. ეს იყო ერთდერთი შემთხვევა...

რა თქმა უნდა მე შევხვედრივარ ივანიშვილს. ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ასე ახასიათებთ ყოველთვის იმ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ისინი უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. ერთ-ერთ შეხვედრაზე კარგად მახსოვს შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი არც გაიფიქროთ ეს აზრად და არც მიეკაროთ არავის. ასე რომ, ჩვენთან ნეპოტიზმი და ცალკე ვიღაცეებთან სირბილი, რაც ამათთან ძაან მიღებულია, პირად გამორჩენაზე ლაპარაკი გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მთავარი პრინციპი და მითუმეტეს, როცა საქმე ეხებოდა ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს საერთოდ გამორიცხული იყო. ვინც იმ წლებში ცხოვრობდა საქართველოში, თავის თავს ჰკითხოს, ვინმე ოდესმე შეაწუხა ჩემმა ოჯახმა, პასუხი ნათელია და ესენი რასაც აკეთებენ ესეც ყველამ იცის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ცნობილ ფარულ ადიოჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია.

საუბარია იყო იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა, განმრატება გავაკეთო მოსახლეობისთვის, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ვმართავდით საქველმოქმედო პროექტებს საქართველოში და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან.

მიწევდა შეხვედრა ასევე სააკაშვილის მეუღლესთან, არაერთ პროექტზე გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როცა მე ვიყავი ფონდის ხელმძღვანელი.

აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე